აჭარის შესახებ
აჭარა - ეს საქართველოს ზღვის კურორტებია საოცარი პლაჟებით! ეს ეფექტური და თანამედროვე ბათუმია, გარსშემორტყმული მთებით, ეროვნული პარკებით, დაშორებული აუთენტური სოფლებით! ეს ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ბუნებით, კულინარიით, ქართული სტუმარმასპინძლობით გამოწვეული ემოციების საოცარი მიქსია! ყველაფერი ეს სამუდამოდ აქ დარჩენის ან ყოველ ჯერზე, ხელახლა ჩამოსვლის სურვილს იწვევს. ჩამოსვლა, საკუთარ ბინაში კომფორტულად განთავსება, ამ საოცრების, სახელად „აჭარა“, ორგანულ ნაწილად საკუთარი თავის შეგრძნებაა!
აჭარაში დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი - აქ ხომ ყველაზე ცივ თვეშიც კი ტემპერატურა +6⁰ დაბლა არ ჩამოდის. რა უნდა გააკეთოთ აჭარაში? იმგზავროთ საბაგირო გზით, დატკბეთ პეიზაჟებითა და მძაფრი შეგრძნებებით! შეაფასოთ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მრავალფეროვნება და სილამაზე! გაისეირნოთ პლაჟის ყველაზე გრძელ ხაზზე, დატკბეთ ზღვის წყლის საუცხოო ელფერით.
თუ თქვენ არა მხოლოდ ბუნებრივი და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მოყვარულე ხართ, გაისეირნეთ ბათუმის მაღაზიებში. აქ ადგილობრივი ოსტატების სუვენირების ჯიხურებთან მშვიდად მეზობლობს ცნობილი ევროპული ბრენდების მაღაზიები. ეს კი ნიშნავს - წარმატებული შოპინგი გარანტირებული აქვს ყველას! რესტორნები, საკონცერტო მოედნები, ხუთვარსკვლავიანი კაზინოები და ღამის კლუბები შედარებით პატარა ბათუმში საკმარისზე მეტია, ამიტომაც აქტიური გართობების ნაკლებობას არავინ განიცდის.
ბათუმი მთელი ოჯახით დასვენებისთვის შესანიშნავი ვარიანტია. ბავშვებს სრულად აღაფრთოვანებს დელფინარიუმი, ზოოპარკი, აკვაპარკი და უამრავი ატრაქციონი. მოზარდებისთვის კი საინტერესო და სასარგებლო იქნება ექსკურსიები ღირსშესანიშნაობის ადგილებზე და მთებში ლაშქრობები.
სკულპტურა «ალი და ნინო»
გაცოცხლებული ლეგენდა. სიყვარულის აღმტაცებელი ისტორია. სკულპტურა, რომლის წყალობითაც ბათუმი ბევრს უსაზღვროდ ძვირ დუბაის აგონებს. შორიდან ნახვა ან კვარცხლბეკთან დგომა - ნებისმიერ შემთხვევაში ემოციებით ტკბობაა. სკულპტურა აგებულია ქართველი არქიტექტორის თამარ კვესიტაძის მიერ.
ტაძარი
წმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ბათუმში - დიდებული და დამატყვევებელი . კათოლიკური ტაძარი 1903 წელს ძმები ზუბალაშვილების სახსრებით აშენდა. შესასვლელში დაგვხდებათ მოციქულთა სკულპტურები, შიგნით კი სუნთქვა ეკვრის ფრანგული გოთიკის სტილში შესრულებული გასაოცარი ვიტრაჟული ფანჯრებისგან.
ბოტანიკური ბაღი
ბოტანიკურ ბაღში ცოცხალი ბუნების მოყვარულთათვის შექმნილია სამოთხის კუთხე. ქალაქიდან ცხრა კილომეტრში ის 113 ჰექტარის ფართობზეა გაშლილი და სტუმრებს 1912 წლიდან იღებს. გამოცდილი ტურისტები გვირჩევენ - იზრუნეთ მოხერხებულ ფეხსაცმელზე და ნუ ეცდებით ბათუმის მარგალიტის ერთ ჯერზე შემოვლას – გაიხანგრძლივეთ სიამოვნება!
კაზინო
გიყვართ მძაფრი შეგრძნებები? არ უშვებთ შანსს, საკუთარი ნერვები სიმტკიცეზე გამოსცადოთ, ფორტუნა კი - კეთილგანწყობილებაზე? მაშინ ბათუმის ნებისმიერ ხუთვარსკვლავიან კაზინოში გულთბილი მიღება თქვენთვის უზრუნველყოფილია!
საბაგირო გზა
არგო – საბაგირო გზა ბათუმში - აჭარის კაშკაშა ღირსშესანიშნაობაა! აქ შეგიძლიათ დღისით იმგზავროთ, რათა ბუნების საოცარი პეიზაჟებით დატკბეთ, ან ღამით, როდესაც ფერადი შუქებით განათებული ქალაქი თქვენი გულის ცემას უფრო დააჩქარებს.